თბილისის ანძა საქართველოს დროშის ფერებში პირველად განათდება 

თბილისის ანძა საქართველოს დროშის ფერებში პირველად განათდება 

2650
გაზიარება

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავის აღსანიშნავად დღეს, 23:00 საათზე, თბილისში ანძა და “მშვიდობის ხიდი” საქართველოს დროშის ფერებში, პირველად განათდება.
დამოუკიდებლოის დღესთან დაკავშირებით, ცალკეულმა სახელმწიფო უწყებებმა და კერძო კომპანიებმა, თავიანთ შენობებზე სახელმწიფო დროშები უკვე გადმოფინეს.
როგორც „სითი კვირას“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, 26 მაისის ღონისძიებებში წელს კერძო სექტორი აქტიურად არის ჩართული.
დროშების გამოფენის კამპანიას თბილისის მერია, დედაქალაქის გამგეობები და “საქართველოს ბანკი” უკვე შეუერთდნენ. ამ უკანასკნელმა საგანგებო ვიდეო რგოლიც შექმნა „შემოგვიერთდით! გამოვფინოთ ჩვენი დროშა კედელზე და ერთად აღვნიშნოთ დამოუკიდებლობის დღე,“ – ნათქვამია “საქართველოს ბანკის” მიერ მომზადებულ ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

კომენტარი