თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ სახალხო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ სახალხო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა 

552
გაზიარება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა და წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში გამართულ საზეიმო, სახალხო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა.
გიორგი ალიბეგაშვილი თავისუფლების მოედანზე გამართულ საქართველოს შეიარაღებული ძალების წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო. წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ საქართველოს მოქალაქეებსა და ქართულ ჯარს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„ჩვენი ქვეყნის ერთგულება და ღირსების დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. განსაკუთრებით კი, პატივი იმ გმირების ხსოვნას მივაგო, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას შეეწირა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში სახელმწიფო დამოუკიდებლობის და სიძლიერის განსამტკიცებლად კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება,” – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
დეპუტატებმა ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე ყველა სახელმწიფო უწყების გამოფენა დაათვალიერეს, კულტურულ, საგანმანათლებლო და სხვა სახის ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა და მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.

კომენტარი