26 მაისი სულ უფრო მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება – დავით ნარმანია

26 მაისი სულ უფრო მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება – დავით ნარმანია

803
გაზიარება

თბილისის მერის დავით ნარმანიას შეფასებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი, ყოველ წელს უფრო მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება, რაც ამ თარიღს, თითოეული მოქალაქისთვის კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დღეს გამართულ საზეიმო ღონისძიებებს თბილისის მერი მეუღლესთან ერთად შეუერთდა. დავით ნარმანია და თინათინ თინიკაშვილი თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ ორგანიზებულ „ყვავილების გაჩერებას“ ესტუმრნენ, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილი სტენდები დაათვალიერეს და წვევამდელების სამხედრო ფიცის დადების ცერემონიას

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ყველა ერთად ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-ე წლისთავს. ყველას უხარია, დიდს თუ პატარას. გამოსულია ხალხი იმისათვის, რომ დაათვალიეროს სხვადასხვა უწყების მიერ წარმოდგენილი საპრეზენტაციო მასალა, გაეცნოს სიახლეებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყოველწლიურად სულ უფრო მასშტაბურად აღინიშნება 26 მაისი, რითიც ეს დღე კიდევ უფრო მეტად საინტერესო ხდება თითოეული ჩვენგანისთვის,“- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

წვევამდელების სამხედრო ფიცის დადების შემდეგ, დავით ნარმანია პრემიერ მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად დროის კაფსულის ჩადების საზეიმო ცერემონიალსაც დაესწრო, მოგვიანებით კი კონფლიქტური ზონის მიმდებარედ მცხოვრებ ბავშვებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.​

კომენტარი