მსახიობი მაქსიმ ავერინი თბილისში საქველმოქმედო მიზნებით ჩამოვა

მსახიობი მაქსიმ ავერინი თბილისში საქველმოქმედო მიზნებით ჩამოვა

1114
გაზიარება

თეატრისა და კინოს, ცნობილი რუსი მსახიობი მაქსიმ ავერინი, საქართველოში საქველმოქმედო აქცია „შენ, მე, ჩვენ – ერთად სიცოცხლისთვის“ ფარგლებში ჩამოვა და 2-3- ივნისს, თბილისის რუსთაველის თეატრში მაყურებლის წინაშე სპექტაკლით, “ყველაფერი სიყვარულით იწყება” წარსდგება.

როგორც “სითი კვირას” კულტურის პალატაში განუცხადეს, სპექტაკლიდან შემოსული თანხა შეჭირვებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება. ღონისძიება საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ტარდება.​

“მოუთმენლად ველი ქართველ მაყურებელთან შეხვედრას. ბედნიერი ვარ, რომ თქვენს ულამაზეს ქვეყანაში ჩამოსვლის შესაძლებლობა მომეცა. დარწმუნებული ვარ, ეს საღამო ისეთივე თბილი იქნება, როგორიც თქვენი ქვეყანაა” – განცხადა სპეციალურ ვიდეო მიმართვაში მსახიობმა.

​მაქსიმ ავერინის პირველი კინო დებიუტი, ეპიზოდურ როლში ექვსი წლის ასაკში შედგა. ცხრა წლისა კი მინიატურების თეატრის სცენაზე თამაშობდა. ის მრავალი პრემიისა და კინოფესტივალის ლაურეატია. 2006 წელს ნომინირებული იყო თეატრალური პრემია „ჩაიკაზე“. მამაკაცის საუკეთესო როლისთვის 2011 წელს  ​Taffy -ზე ​პრემია მიიღო. ავერინი თბილისს 30 მაისს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, მსახიობი 31 მაისს, სოფიკო ჭიაურელის, რამაზ ჩხიკვაძის, რეზო ჩხეიძის და სხვა კოლეგების საფლავებს მოინახულებს და პატივს მიაგებს მათ ხსოვნას. ეწვევა, რამდენიმე ბავშვთა ცენტრს. ავერინი ბათუმშიც ჩავა.

კომენტარი