2900-მდე სკოლის მოსწავლე ატესტატს ვერ აიღებს

2900-მდე სკოლის მოსწავლე ატესტატს ვერ აიღებს

644
გაზიარება

საჯარო სკოლებში მე-12 კლასის მოსწავლეთა გამოსაშვებ გამოცდებზე, 2900-მდე სკოლის მოსწავლემ ერთ-ერთ საგანში ბარიერი ვერ გადალახა, შესაბამისად სკოლის ატესტატს ვერ აიღებენ.
როგორც „სითი კვირას“ გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ასეთმა მოსწავლეებმა ატესტატის მისაღებად მომავალ წელს, იმ საგანში უნდა ჩააბარონ ხელახლა გამოცდა, რომელ საგანშიც ვერ გადალახეს ბარიერი.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჯერჯერობით არ აქვს დათვლილი, უატესტატოდ დარჩენილთა შორის, რამდენია თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლე.
მე- 12 კლასის გამოსაშვებ გამოცდებზე 47 000-მდე მოსწავლე იყო დარეგისტრირებული.

კომენტარი