“მზიურიდან” ნაძვის ხის ნერგი მოიპარეს

“მზიურიდან” ნაძვის ხის ნერგი მოიპარეს

936
გაზიარება

თბილისის ბავშვთა ქალაქ “მზიურიდან”, დაუდგენელმა პირებმა ნაძვის ხის ნერგი მოიპარეს. მსგავსი ფაქტი უკვე მეორედ განმეორდა. მაშინ ორგანიზაცია „მზიანის“ ხელმძღვანელი ანა გოგუაძე პარკში ვიდეო კონტროლის კამერის დამონტაჟება მოითხოვა და დახმარებისთვის დაცვის პოლიციას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მერიას მიმართა: “ჯერ ძეგლი შეღებეს, მერე ახლადდარგული, ძვირადღირებული ნერგი ამოთხარეს და მოიპარეს. მართლა გადავყვები ამ ამბავს. ამ პროექტის გამო გადავდე საკუთარი თავი, არ ვიცი რამე გააკეთეთ და დაამონტაჟეთ ვიდეო კონტროლი, ძალიან გთხოვთ, მოწყობილი ინფრასტრუქტურაც, რომ არ დააზიანონ,“- წერდა Facebook -ის საკუთარ გვერდზე.
“მზიურის” პარკში ვიდეო კონტროლი ახლაც არ არის გაკეთებული. მანამდე დაუდგენელმა პირებმა, ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ პარკში მდებარე „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ ძეგლს, ფერადი საღებავები მიასხეს. ძეგლი, მწერალ ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით არის შექმნილი. მოგვიანებით, ძეგლი, საღებავებისგან შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა გაწმინდეს.
13310440_1200746403283834_820925466949566780_n

კომენტარი