რა ტექნიკური მონაცემები ექნება ახალ, ორსართულიან მატარებელს

რა ტექნიკური მონაცემები ექნება ახალ, ორსართულიან მატარებელს

923
გაზიარება

თბილისი – ბათუმის მიმართულებით დანიშნული მატარებლის ტექნიკური მონაცემები, რომელსაც „საქართველოს რკინიგზა“ 17 ივლისს შემოიყვანს, სრულად შეესაბამება საქართველოს რკინიგზის მოთხოვნებს და აკმაყოფილებს საქართველოს რკინიგზის მოქმედ გაბარიტებს. ლიანდაგის სიგანე, რომელზეც მატარებელია გათვლილი 1520 მმ-ია. ელექტრომატარებლის სიგრძე 101,7 მეტრია, სიგანე 3400 მმ, სიმაღლე – 5240 მმ და 400 მგზავრზეა გათვლილი.
ორსართულიან, ევროპული სტანდარტის, შვეიცარული მატარებლები თბილისიდან შავი ზღვის მიმართულებით, შეჩერების გარეშე იმოძრავებს და მხოლოდ ზღვისპირა კურორტების სადგურებში ბათუმში, ქობულეთსა და ურეკში გაჩერდება.

როგორც „სითი კვირას“ „საქართველოს რკინიგზაში“ განუცხადეს, ტექნიკური პარამეტრების შემუშავებისას ქართველმა სპეციალისტებმა Deutsche Bahn -ის ექსპერტებთან ერთად იმუშავეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Stadler Kiss მოდელის მატარებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებაზეა გათვლილი, კერძოდ, ახალ მატარებელში იქნება შშმ პირთათვის განკუთვნილი ლიფტები და სველი წერტილები, ხოლო საპირფარეშოში ჩვილ ბავშვთა მოვლისთვის საჭირო სპეციალური მაგიდა.

“Stadler Kiss მოდელის მატარებელი – ს/ს ,,საქართველოს რკინიგზის“ განვითარების ახალი ეტაპია, მომსახურების განვითარების სფეროში წინ გადადგმული ნაბიჯი. პერსონალი, რომელიც მგზავრებს ამ მატარებელზე მოემსახურება, გადამზადების კურსებს სხვადასხვა ქვეყნებში უკვე გადის,“-აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში. 13329785_1201288636562944_1913635877_n
Stadler Bussnang AG -ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა პიტერ შპულერმა, საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორ მამუკა ბახტაძესთან, ორსართულიანი მატარებლების შესყიდვის ხელშეკრულება უკვე გააფორმა. ოთხი ახალი მატარებელი საქართველოში ივლისში შემოვა და ტექნიკური რეგლამენტის გავლის შემდეგ, თბილისიდან ბათუმის მიმართულებაზე დადგება.
როგორც საქართველოს რკინიგზაში განმარტავენ,Stadler Kiss​ -ის მოდელის მატარებელი შვეიცარიაში, ბელგიაში, გერმანიაში, ავსტრიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში კურსირებს.

კომენტარი