განახლებული №206 საბავშვო ბაღი აღსაზრდელებს, ხვალიდან მიიღებს  

განახლებული №206 საბავშვო ბაღი აღსაზრდელებს, ხვალიდან მიიღებს  

2461
გაზიარება

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, ზემო ფონიჭალაში მდებარე №206 საბავშვო ბაღი, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად გახსნა. ღონისძიებას კრწანისის რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი, პარლამენტარი შოთა ხაბარელი და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, განახლებული საბავშვო ბაღი, 260 აღსაზრდელს, უკვე ხვალიდან მიიღებს.  4G2A3165 copy
„ზემო ფონიჭალაში საბავშვო ბაღის გახსნა ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რადგან ამ უბანში არცერთი საბავშვო ბაღი არ იყო. ბაღში პატარებს ყველანაირი პირობა ექნებათ იმისთვის, რომ ღირსეულად აღიზარდონ. ჩვენ კვლავ ინტენსიურ რეჟიმში განვაგრძობთ ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობას,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
№206 ბაღში ბავშვების რეგისტრაცია 16 მაისს გამოცხადდა. ამ დროისთვის ბაღში, 2-3 წლიანთა ჯგუფის (ბაგა) გარდა, რამდენიმე თავისუფალი ადგილია დარჩენილი. მსურველებს რეგისტრაციის გავლა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე http://www.kids.org.ge შეუძლიათ.

როგორც “სითი კვირას” ბაღების სააგენტოში განუცხადეს, №206 საბავშვო ბაღში 8 სააღმზრდელო ჯგუფია, მათ შორის, ორი ბაგა. მასში 60-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.
მათივე თქმით, №206 საბავშვო ბაგა-ბაღი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვანი ბაღებს შორის, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს დახურ4G2A2995 copyეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სააღმზრდელო დაწესებულება კეთილმოწყობილი იყო, 2006 წელს ფუნქციონირება შეწყვიტა. აღსაზრდელები და პერსონალი №209 ბაგა-ბაღში გადავიდა. მოგვიანებით, შენობა გაიძარცვა და ავარიულად გამოცხადდა.
მოსახლეობის მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, ბაღის აღდგენითი და სარემონტო სამუშაოები 2014 წლის ბოლოს დაიწყო და შენობა თანამედროვე სტანდარტებით მოაწყეს.
თბილისში, ფუნქციონირება კიდევ ერთმა ახალმა – № 35 ბაღმა დაიწყო. გარდა ამისა, დედაქალაქში დამატებით 4 ახალი ბაღის გახსნა იგეგმება.

კომენტარი