დიღმის მასივის მოსახლეობა ასფალტის საფარის დაგების გაჭიანურებას აპროტესტებს

დიღმის მასივის მოსახლეობა ასფალტის საფარის დაგების გაჭიანურებას აპროტესტებს

766
გაზიარება

თბილისში, დიღმის მასივში მეხუთე კვარტალში საცხოვრებელ კორპუსთან ასფალტის საფარის დაგება გაჭიანურდა, რის გამოც ადგილობრივები უკამყოფილებას გამოთქვამენ.
როგორც „სითი კვირას“ დიდუბის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, სამუშაოების გაჭიანურების მიზეზი ტენდერში გამარჯვებული კომპანია გახდა, რომელმაც არ შეასრულა მითითებულ ვადაში სამუშაოები.
​მათივე ინფორმაციით, კომპანია შეუსრულებელი სამუშაოების გამო 6 ათასი ლარით დაჯარიმდა. ამ ეტაპზე აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოები შესასრულებლად შ.პ.ს ინჟინერს გადაეცა და ასფალტის საფარის დაგება 2 დღეში დაიწყება.
დიღმის მასივის მესამე კვარტალში ასევე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლის ფარგლებში სანიაღვრე კოლექტორი გაკეთდა. ამ ეტაპზე გზის დატკეპნა მიმდინარეობს და უახლოეს ხანებში დაიწყება ასფალტის საფარის დაგება. სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობა ახორციელებს.

კომენტარი