თბილისში მცენარეების შეწამვლა დაიწყეს  

თბილისში მცენარეების შეწამვლა დაიწყეს  

897
გაზიარება

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა, მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ფიტოსანიტარული მონიტორინგისა და რეკომენდაციის საფუძველზე, დედაქალაქის ტერიტორიაზე მცენარეების მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის აგროტექნიკური (წამლობა) ღონისძიებები დაიწყეს.
როგორც “სითი კვირას” ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურში განუცხადეს, წამლობითი სამუშაოები ჩაუტარდა ნუცუბიძის II მ/რ, პირველ კვარტალში არსებულ ხილ-კენკროვან და ბუჩქოვან მცენარეებს, ვერეს ხეობაში 105 ძირ კატალპას, ასევე დ.აღმაშენებლის გამზირზე გაშენებულ კატალპების ნარგავებს.
​მათივე განმარტებით, წამლობა ტარდება მავნებლების შემდგომი გავრცელების შეზღუდვა-განადგურების მიზნით, დილის და საღამოს საათებში უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით.
სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს.

13327415_1777014019195076_1297128759423797348_n

13315342_1777014419195036_2088860604064141454_n

13346787_1777014045861740_841911420848741158_n

13342930_1777013955861749_632736820601553543_n

კომენტარი