თეატრის გარდა, სხვა არაფერი მინდოდა – ეკა ქუთათელაძე 

თეატრის გარდა, სხვა არაფერი მინდოდა – ეკა ქუთათელაძე 

2791
გაზიარება

თეატრისა და კინოს მსახიობი ეკა ქუთათელაძე, ქართველმა მაყურებელმა სპექტაკლით “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” გაიცნო და შეიყვარა. იგი საქართველოს სახალხო არტისტის ანზორ ქუთათელაძის ქალიშვილია და შესაბამისად, მსახიობების ოჯახში იზრდებოდა, რამაც მისი მომავალი პროფესიაც განსაზღვრა. 20 წელზე მეტია, თეატრალურ უნივერსიტეტში სტუდენტებს მეტყველებას ასწავლის და მსახიობთა ახალ თაობას ზრდის. ,,სითი კვირა“ ეკა ქუთათელაძეს ესაუბრა:

– რამ იქონია გავლენა პროფესიის არჩევისას?  13318563_1163682390332409_1739157042_n

– დავიბადე თეატრალურ ოჯახში, მამა ანზორ ქუთათელაძე რეჟისორი იყო, მამას ბაბუა ნიკოლოზ (კოლია) ასათიანი მსახიობი. ჩვენს ოჯახში ხშირად სტუმრობდნენ კ.მარჯანიშვილის თეატრის არაჩვეულებრივი მსახიობები, რომელი ერთი დავასახელო? მოკლედ, ასეთ გარემოცვაში გავიზარდე. ერთი პერიოდი ხატვამ გამიტაცა. არაჩვეულებრივ მხატვარ ეკატერინე ბაღდავაძესთან დავდიოდი ხატვაზე, ვუყურებდი ცარიელ ტილოზე, როგორ ჩნდებოდა მომავალი ნახატის შტრიხები და ძალიან მომწონდა. მერე იყო მარჯანიშვილის თეატრის ტრიუმფალური გასტროლი მოსკოვში. ქანდარაზე ვიდექი. “ძველი ვოდევილები” გადიოდა. ვხედავდი აღფრთოვანებულ მაყურებელს, რომელიც ოვაციით ხვდებოდა ფარდის ყოველ გახსნას. ფარდა კი, თუ არ ვცდები, 22-ჯერ გაიხსნა და მივხვდი, რომ მე სხვა არაფერი მინდოდა თეატრის მეტი.

– რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად სწავლის პერიოდში?

– ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში. რეჟისორ გიზო ჟორდანიას ჯგუფში მოვხვდი. მეტყველებას ქალბატონი ლეილა კაპანაძე მასწავლიდა. ოთხი არაჩვეულებრივი წელი გავატარე მათი გარემოცვაში. მე-3 კურსზე დავდგით ვასილიევის 13318459_1163682386999076_838799591_nპიესა “განთიადი კი აქ წყნარია”.  ზაფხულში მატარებლით წავედით შრომით ბანაკებში, სადაც სხვადასხვა ინსტიტუტის და უნივერსიტეტის სტუდენტები ზაფხულს ატარებდნენ. მართლაც დაუვიწყარი დღეები იყო.

– რა უფრო გიყვართ, თეატრი თუ კინო? 

– მიყვარს თეატრი. რაც არ უნდა ცუდად ვიყო, როგორც კი სცენაზე შევდგამ ფეხს, ყველაფერი მავიწყდება, შეგიძლია ყოველ წარმოდგენაზე, რაღაც ახალი შემატო შენს როლს. კინო სულ სხვაა, ერთხელ ნათამაშებს და ფირზე აღბეჭდილს არაფერი შეცვლის.

– მამათქვენის, ანზორ ქუთათელაძეს შესახებ გვიამბეთ… 

– ყველა მშობელი ამაყობს თავისი შვილით, ალბათ დედა და მამაც ამაყობდენ ჩემით, მაგრამ არასდროს უგრძნობინებიათ. მამა თავმდაბალი ადამიანი იყო. ცდილობდა, ყოველთვის სხვა დაეყენებ13293184_1163682373665744_926767930_nინა თავისზე წინ, ძალიან ხშირად მის გაკეთებულ საქმეებს, სხვებს მიაწერდნენ, ამაზე მხოლოდ ეღიმებოდა… მეც ასე მზრდიდა. მეუბნებოდა: -რად გინდა პრემია, ან დამსახურება, ასე ისედაც გცნობენ და უყვარხარო? ასეთი იყო ჩემი მამა, ანზორ ქუთათელაძე.

– როგორ მიიღო ბატონმა ანზორმა თქვენი არჩევანი?

– მამა წინააღმდეგი იყო, იცოდა რა მძიმე შრომაა მსახიობობა. არ ვემეტებოდი. მაინც ჩემი გავიტანე. -არ ახსენო ჩემი შვილი რომ ხარო! მისაღებ გამოცდას დოდო ალექსიძე, ეთერ გუგუშვილი, ვასო კიკნაძე, გიზო ჟორდანია, რეზო მირცხულავა, ბაბულია ნიკოლაიშვილი და კიდევ ბევრი სხვა, არაჩვეულებრივი პედაგოგი ესწრებოდა. ყველას ვიცნობდი. პროგრამის დასრულების შემდეგ, ბატონმა დოდომ მკითხა: – გოგონა ანზორ ქუთათელაძეს ხომ არ იცნობო? – არა, არც გამიგია მეთქი, – ატყდა სიცილი.

ddtr

მეოთხე კურსის ბოლოს, მთელი ჯგუფი რუსთავის თეატრში გადავედით. თეატრის მთელი წამყვანი ძალა მარჯანიშვილის თეატრში დაბრუნდა. მამა თითქმის დაშლილი თეატრის მთავარ რეჟისორად დანიშნეს, ჩვენც ბედნიერები ვიყავით, მასობრივ სცენებში ვმონაწილეობდით, თანდათან დაიწყო რუსთავის თეატრის აღმავლობა, გასტროლები, წარმატება. ბოლოს მამასთან ერთად ევრიპიდეს ”ელექტრაზე” ვიმუშავეთ.   ერევანში საერთაშორისო ფესტივალზე დიდი წარმატება გვხვდა წილად. მანამდე იყო ჩეხოვის “თოლია,” სადაც მთავარ პერსონაჟს, ნინა ზარეჩნაიას ვასახიერებდი. მოსკოვში გასტროლებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, პოეტური სულის სპექტაკლი უწოდეს!.

– ყველა თაობის საყვარელი სპექტაკლ ,,დარაბებს მიღმა გაზაფხულიას“ და თქვენ მიერ შესრულებულ ნინოს როლზეც გვიამბეთ?

– დღემდე იხსენებენ და უყვართ ეს სპექტაკლი, მიუხედავად იმისა, რომ წლები გავიდა. ამ სპექkkiტაკლის  სიცოცხლის ხანგრძლივობა ტელევიზიის დამსახურებაა, ხშირად აჩვენებენ, ეტყობა აქტუალობა არ დაუკარგავს და ჩვენც, მსახიობებს არაგვიშავდა. მიყვარდა ნინიკო. ახლაც, როცა უცხო თვალით ვუყურებ, ისე, თითქოს მე არ ვარ მის როლში, კიდევ ერთხელ განვიცდი და თანავუგრძნობ ამ გოგონას!!

 – როგორია თქვენი თვალით დანახული თბილისი?

–  სიყვარული მრავალნაირი არსებობს: მშობლის, შვილის, მეუღლის, მეგობრის და სიყვარული შენი ქალაქის. მიყვარს ჩემი ჭაღარა და მარად ახალგაზრდა თბილისი!

თათია პაიჭაძე

კომენტარი