როგორ შეიქმნა თბილისის თოჯინების მუზეუმი  

როგორ შეიქმნა თბილისის თოჯინების მუზეუმი  

3729
გაზიარება

თბილისის თოჯინების მუზეუმი 1937 წელს, საბავშვო მწერლისა და პედაგოგის, თინათინ თუმანიშვილის თაოსნობით დაარსდა. მანვე შესწირა მუზეუმს პირველი კოლექცია: თოჯინები და სათამაშოები, საგვარეული ნივთები და ბიბლიოთეკა. თავდაპირველად მუზეუმი საბავშვო ბაღის ორ ოთახში განთავსდა, შემდგომ კი, რამდენიმე წლით მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დაიდო ბინა.
tojთოჯინების გარდა, თავდაპირველ კოლექციას შეადგენდა თოჯინების ჭურჭელი, სათამაშოები, წიგნები და ხელნაწერები. მუზეუმი დღეს, თინათინ თუმანიშვილის სახელს ატარებს. ფონდში განსაკუთრებული ადგილი უკავია მსოფლიოს 40 ქვეყნიდან ჩამოტანილ და შეძენილ მხატვრულ ორიგინალურ ექსპონატებს, ევროპულ და ამერიკულ ანტიკვარულ თოჯინებსა და სათამაშოებს. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ქართველი მხატვრების მიერ, ერთ ეგზემპლარად შექმნილ თოჯინებს, რომელთა შორის არის ფლამენკოს მოცეკვავეები, ინდიელი ბელადი და იაპონელი ქალბატონები. ასევე ქართული ზღაპრებისა და ლიტერატურულ ნაწარმოებთა გმირები და  მოცეკვავეები.მუზეუმის დარბაზებში წარმოდგენილია ასევე ეთნოგრაფიული თოჯინები, მარიონეტები, რთული მექანიკურ-მუსიკალური თოჯინები, დამზადებული ფაიფურისგან, ხისგან, სპილოს ძვლისა და გოგრისგან. ცნობილი მხატვრების მიერ შექმნილი საავტორო ნამუშევრები, თოჯინების ბევრ დეტალს შეიძლება შევუცვალოთ ადგილი: კოჭებს, ფეხსაცმელს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს და სხვას.  gg
გასული საუკუნის მძიმე 90 წლებში, ე.წ. თბილისის ომი და შემდგომი მოვლენები, მტკივნეულად აისახა მიზეუმის ისტორიაშიც. მუზეუმი გაძარცვეს, დაიკარგა 24 თოჯინა, ჰოლანდიელი, ფრანგი და შვეიცარიელი ოსტატების ნამუშევრები, მე-18 და მე-19 სს. უნიკალური ფრანგული მოძრავი-მუსიკალური სათამაშოები და მათთან ერთად ბევრი ძვირადღირებული ექსპონატი, რაც მუზეუმისთვის მძიმე დანაკლისია. ამის შედეგად მუზეუმი, 15 წლის განმავლობაში აღარ ღებულობდა მნახველებს. 2008 წელს კი, მისი კარი კვლავ გაიღო დედაქალაქის სტუმრებისა და ადგილობრივებისთვის. თანამედროვე მუზეუმის ფონდი 3000-ზე მეტ ექსპონატს ითვლის.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით თოჯინების მუზეუმი ამჟამად გადატანილია აღმაშენებლის გამზირის #145 -ში.

006_bavshvtaGalerea
მუზუმის ძველი შენობა

კომენტარი