13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მარადმწვანე ხეები დარგეს

13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მარადმწვანე ხეები დარგეს

988
გაზიარება

თბილისის ჭაბუა ამირეჯიბის სახელობის გზატკეცილზე, ვარაზის ხევისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე კუნძულზე, 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნის საპატივცემულოდ, სიმბოლურად, მარადმწვანე ხეები დარგეს. ილექსის ჯიშის 23 ხის დარგვაში თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები მონაწილეობდნენ.

„13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა და დაკარგულთა სახელობის ხეები დავრგეთ. ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ეს ადამიანები არასდროს დავივიწყოთ. ეს ტერიტორია იქნება კონკრეტული ადგილი, სადაც ყოველთვის მოვალთ და მოვიგონებთ მათ,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
2015 წლის 13 ივნისის, მდინარე ვერეს ადიდების შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, ორი კი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

კომენტარი