თბილისის გენგეგმაზე მუშაობა წარმატებით გრძელდება – საკრებულოში 6 თვის ანგარიში მოისმინეს

თბილისის გენგეგმაზე მუშაობა წარმატებით გრძელდება – საკრებულოში 6 თვის ანგარიში მოისმინეს

2680
გაზიარება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებასთან დაკავშირებით, 6 თვის სამუშაოების ანგარიში მოისმინეს. პრეზენტაცია პროექტის თანახელმძღვანელმა, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წევრმა, ქალაქმგეგმარებელმა მერაბ ბოლქვაძემ წარმოადგინა. Fullscreen capture 642016 31433 PMიმავე დროს, ქალაქგანვითარების სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით, შესაბამისი ანგარიშები წარმოადგინეს პროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა: ურბანისტებმა იოსებ სალუქვაძემ და ლადო ვარდოსანიძემ, ეკონომისტმა ზვიად არჩუაძემ, ეკოლოგმა ჭიჭიკო ჯანელიძემ და სხვ.
მათი ინფორმაციით, წინასაპროექტო კვლევის შედეგად, ქალაქის მიმდინარე საჭიროებები გამოიკვეთა და გეგმარებითი დავალების პროექტისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციის დაზუსტების პროცესი დასრულდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რის შემდეგაც წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა და დამსწრე საზოგადოებამ  ჩატარებული სამუშაო ერთხმად შეაფასეს დადებითად და ქალაქის განვითარების მიმართულებით მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებასთან დაკავშირებული სამუშაოს დასრულების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

როგორც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, ამ ექვსი თვის განმავლობაში, დეტალურად შეისწავლეს ყველა ის ძირითადი საკითხი, რაც შემდგომში სხვადასხვა მიმართულებების კონკრეტული რეგულაციების მომზადებას შეუწყობს ხელს.
დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილის შეფასებით, საკრებულოში წარმოდგენილი შუალედური ანგარიში ქალაქში არსებულ მდგომარეობას, როგორც ეკოლოგიური კუთხით, ასევე ტრანსპორტისა და ფუნქციური ზონების მიმართულებებით ზუსტად ასახავს.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს მიერ მიღებული დროებითი რეგულაციების შესახებ ისაუბრა, რომელიც თბილისის ცენტრალურ უბნებში საცხოვრებელ სახლებზე K2 კოეფიციენტის გადამეტებაზე შეზღუდვას გულისხმობს და დასძინა, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ, უბნების მიხედვით განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტები განისაზღვრება, რაც კონკრეტულ გაანგარიშებებს დაეფუძნება.Fullscreen capture 642016 31452 PMდედაქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, შეხვედრას მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი დიმიტრი მოსულიშვილი, არქიტექტორები, ურბანისტები და დეველოპერები ესწრებოდნენ.

„დღევანდელმა ანგარიშმა დამაჯერებელი პასუხი გასცა იმ თითო-ოროლა სკეპტიკოსს, რომლებსაც სხვადასხვა სუბიექტური მიზეზის გამო, არ უნდოდათ დაეჯერებინათ ჩვენი ორგანიზაციისა და პროექტში ჩართული ქართველი და უცხოელი პარტნიორების პოტენციალი, გამოცდილება და შესაძლებლობები სივრცითი მოწყობისა და ქალაქგეგმარების საკითხებში. ამავე დროს, ჩვენი უამრავი მხარდამჭერი, გულშემატკივარი და უბრალოდ, ქალაქის მომავალზე მზრუნველი ადამიანი დარწმუნდა, რომ გენგეგმის ჯგუფი მიზანდასახულად, გეგმაზომიერად და წარმატებით ახორციელებს ყველა იმ სამუშაოს, რაც აუცილებელია მაღალხარისხიანი, კვალიფიციური და რაც მთავარია, რეალისტური საბოლოო პროდუქტის მისაღებად, რომელიც 2017 წლის აპრილისთვის უნდა დასრულდეს, “- განუცხადა “სითი კვირას”„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ.
მისივე თქმით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ​განხილვისას, თბილისის საკრებულოში არ გამართულა პოლიტიკური დებატები, არ ისმოდა ურთიერთბრალდებები და დესტრუქციული საუბრები. არამედ, დამოუკიდებელი დეპუტატები, მოწვეული ექსპერტები, ფრაქციებისა​ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეთანხმდნენ ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმაზე მუშაობა წარმატებულად მიმდინარეობს და საჭიროა თვითოეული მათგანის უფრო აქტიური დაინტერესება და მაქსიმალური ჩართულობა მიმდინარე სამუშაო პროცესში.
მამუკა სალუქვაძის შეფასებით, განხილვამ ძალიან პოზიტიურ და საქმიან გარემოში ჩაიარა.

კომენტარი