გლდანში უსახელო ქუჩას, ასტროფიზიკოს მიხეილ ვაშაკიძის სახელი მიენიჭა

გლდანში უსახელო ქუჩას, ასტროფიზიკოს მიხეილ ვაშაკიძის სახელი მიენიჭა

798
გაზიარება

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, გლდანის რაიონში ალექსი გობრონიძის ქუჩის შესახვევს, მასთან მდებარე უსახელო ქუჩასა და ჩიხს, ასტროფიზიკოს მიხეილ ვაშაკიძის სახელი მიენიჭა.
ქართველი ასტროფიზიკოსის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მიხეილ ვაშაკიძის სახელი, მთვარის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს უკანა მხარის ერთ-ერთ კრატერს მიაკუთვნეს.
მის სახელს უკავშირდება ვარსკვლავთა სივრცული განაწილების შესწავლის ახალი მოხერხებული მეთოდის წამოყენება, რომელიც ცნობილია ვაშაკიძე-ოორტის მეთოდის სახელწოდებით. შეადგინა გარე გალაქტიკური ნისლეულებისა და გრძელპერიოდიანი ცეფეიდების ფერის მაჩვენებელთა კატალოგი, რის საფუძველზეც გამოიკვლია სინათლის ვარსკვლავთშორისი შთანთქმა. შეისწავლა მზის გვირგვინისა და ნისლეულების გამოსხივების პოლარიზაცია, აღმოაჩინა კიბორჩხალსახის ნისლეულის გამოსხივების ძლიერი არასითბური ბუნება.
მიხეილ ვაშაკიძე 1936-1956 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მუშაობდა. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.
როგორც “სითი კვირას” თბილისის საკრებულოს პრესსამსახურში განუცხადეს, სხდომაზე დეპუტატებმა ასევე განიხილეს დედაქალაქში არსებული, რამდენიმე უსახელო ქუჩისა და სკვერისთვის სახელის მინიჭების საკითხი, კერძოდ, საბურთალოს რაიონში გიორგი ციციშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას ექიმ ბენედიქტე მაღლაკელიძის, ხოლო ვაკის რაიონში რამაზ ჩხიკვაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მეხანძრე-მაშველის ზურაბ მუზაშვილის სახელის მიენიჭა.

კომენტარი