ვაკის უსახელო ქუჩას მაშველის, ზურაბ მუზაშვილის სახელი მიენიჭა

ვაკის უსახელო ქუჩას მაშველის, ზურაბ მუზაშვილის სახელი მიენიჭა

977
გაზიარება

ვაკის რაიონში ერთ-ერთ უსახელო ქუჩას მეხანძრე-მაშველის, ზურაბ მუზაშვილის სახელი მიენიჭა. დღეს ზურაბ მუზაშვილის ქუჩა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზვიად ქაწაშვილმა გახსნეს.
„ზურაბ მუზაშვილი არის გმირობის სიმბოლო. მან შესანიშნავად აჩვენა მაგალითი, როგორ უნდა მუშაობდეს ნამდვილი მაშველი, რომელიც საკუთარ სიცოცხლეზე არასდროს ფიქრობს და ფიქრობს მათზე, ვისაც შველა სჭირდება. მან რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა საკუთარი სიცოცხლის ფასად“, – განაცხადა დავით დავით ნარმანიამ. ზურაბ მუზაშვილი 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველმა სტიქიის დროს შვიდი ადამიანის გადარჩენა შეძლო.

13444070_1212806202077854_1171930805_n 13453930_1212806172077857_517288126_n

კომენტარი