ვლადიმერ მაიაკოვსკის ძეგლთან სკვერის რეაბილიტაცია დაიწყეს

ვლადიმერ მაიაკოვსკის ძეგლთან სკვერის რეაბილიტაცია დაიწყეს

4023
გაზიარება

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, დიღმის მასივში, პაიჭაძის ქუჩაზე არსებული ვლადიმერ მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერის რეაბილიტაცია დაიწყეს. ამაჟამად მიმდინარეობს ძველი ქვაფენილის, საქანელებისა და ბორდიურების დემონტაჟი.
​როგორც “სითი კვირას” მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში განუცხადეს, დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში გამოცვლიან ქვაფენილსა და ბორდიურებს. მოაწყობენ სარწყავ სისტემას. ასევე, შეცვლიან გარე განათების ბოძებს. სკვერში განათავსებენ სკამებსა და ნაგვის ურნებს. დააგებენ13419191_1783817478514730_2590525088092944840_n მწვანე საფარს. დარგავენ ყვავილებსა და ბუჩქოვან მცენარეებს.
მათივე ინფორმაციით, დედაქალაქს მალე კიდევ ერთი კეთილმოწყობილი დასასვენებელი ადგილი შეემატება, სადაც, ასევე იქნება საბავშვო სპორტული კაუჩუკის მოედანი.
თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ზედამხედველობით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს “ჯეო პარკი” ატარებს. ხოლო ბავშვებისთვის განკუთვნილი გასართობი ინვენტარითა და საქანელებით პარკს დიდუბის რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს.

კომენტარი