ლიტერატურული კონკურს „მცირე პროზას” დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

ლიტერატურული კონკურს „მცირე პროზას” დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

640
გაზიარება

რიგით მეცხრე ლიტერატურული კონკურსის „მცირე პროზას” დაჯილდოების ცერემონია დღეს, 17 საათზე, თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართება.
პროექტი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით ხორციელდება და მასში სტუდენტები მონაწილეობენ. სამ საპრიზო ადგილზე გამოვლენილ კონკურსანტს ოტია იოსელიანის სახელობის ფულადი პრემია გადაეცემა.
როგორც ,,სითი კვირას“ მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრში განუცხადეს, 16 ივნისს ოტია იოსელიანის დაბადებიდან 86-ე წლისთავი აღინიშნება. ათ ნომინაციაში გამოვლენილ გამარჯვებულებს სიგელებს, სამახსოვრო ჯილდოებსა და წიგნებს, მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი და ოტია იოსელიანის ოჯახის წევრები გადასცემენ, რომლებიც საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოვიდნენ დედაქალაქში.
მათი თქმით, მუზეუმის ადმინისტრაცია კონკურსს 2005 წლიდან მართავს და იგი მიზნად ისახავს ქართული მწერლობის პოპულარიზაციას, ქართულ მწერლობაში ახალი სახელების წარმოჩენას და „მცირე პროზის” ჟანრის განვითარებას.

კომენტარი