ხანძრის შედეგად ფონიჭალაში, ორი სახლი დაიწვა

ხანძრის შედეგად ფონიჭალაში, ორი სახლი დაიწვა

797
გაზიარება

თბილისის კრწანისის რაიონში, ფონიჭალაში, ​გულბანის #23 -ში დღეს დილით გაჩენილი ხანძარი, რომელიც 120 კვ.მ-ზე გავრცელდა, ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
​როგორც “სითი კვირას” კრწანისის გამგეობის პრესსამსახურიდან აცნობენ, დამწვარია ორი საცხოვრებელი სახლი და დაზარალებულებს გამგეობა დროებითი საცხოვრებლი ფართით უზრუნველყოფს. ხანძრის შედეგად მსუბუქი დამწვრობა მიიღო ერთმა მამაკაცმა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
​გულბანის ქუჩაზე იმყოფებოდნენ კრწანისის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი და გამგეობის წარმომადგენლები.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზები დგინდება.

13473986_1214693558555785_1558924688_n

კომენტარი