ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კონკურსში გამარჯვებულები გამოავლინეს

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კონკურსში გამარჯვებულები გამოავლინეს

688
გაზიარება

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, თბილისის დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე აღრიცხულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს შორის მიმდინარე საპილოტე კონკურსში გამარჯვებულები გამოავლინეს. დაჯილდოების საზეიმო ღინისძიებას თბილისის მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და დიღმის მაჟორიტარი დეპუტატი თარაშ შურღაია. მათ გამარჯვებულებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.4I0A0238როგორც დაჯილდოების ცერემონიალზე გიორგი ლილუაშვილმა განაცხადა, პროექტი ხელს შეუწყობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კიდევ უფრო ეფექტიანად ფუნქციონირებას და მის წევრებს საშუალებას მისცემს უკეთ მოუარონ საერთო ქონებას.
კონკურში 93 ამხანაგობის თავმჯდომარე მონაწილეობდა. მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, სამ სხვადასხვა კატეგორიაში, 49 საუკეთესო ამხანაგობა გამოავლინეს. ღონისძიების ფარგლებში, საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ ამხანაგობის თავმჯდომარეებისთვის თემატური სემინარი ჩაატარა.
როგორც “სითი კვირას” საბურთალოს რაიონის გამგეობაში განუცხადეს, კონკურსი მიზნად ისახავს რაიონის ტერიტორიაზე აღრიცხულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ეფექტიანი ფუნქციონირების, ამხანაგობის როგორც სამოქალაქო ინსტიტუტის მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ ამხანაგობის წევრთა ცნობიერების ამაღლებას. ასევე, ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლასა და განვითარების ხელშეწყობას.

კომენტარი