ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის ზაფხულის ბანაკის მოსწავლეებს ლექცია წაუკითხეს

ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის ზაფხულის ბანაკის მოსწავლეებს ლექცია წაუკითხეს

935
გაზიარება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ისტორიკოსი ჯაბა სამუშია, წყნეთში ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის ზაფხულის ბანაკს ეწვია და მოსწავლეებს ლექცია წაუკითხა თემაზე – “თბილისი- წარსული და თანამედროვეობა”.
პროექტში, რომელიც თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა დააფინანსა, 35 მოსწავლე იღებს მონაწილეობას. ლექციის შემდეგ მოსწავლეების შეკითხვებს ჯაბა სამუშიამ უპასუხა.
​მისი თქმით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ისეთ პროექტებს, რომლებიც ახალგაზრდების შემოქმედებით განვითარებას ემსახურება, ყოველთვის შეუწყობს ხელს.
“ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის ზაფხულის ბანაკში ახალგაზრდებს, პედაგოგების დახმარებით საკუთარი ინტერესის სფეროს განვითარებისა და მეცნიერულ მუშაობაში ჩართვის საშუალება მიეცემათ’’,-განაცხადა ჯაბა სამუშიამ და პროექტის ინიციატორსა და თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს მადლობა გადაუხადა. როგორც ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის ვიცე – პრეზიდენტმა მანანა შეყილაძემ განაცხადა, პროექტი განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეებს ისტორიის საგნის უკეთ შესწავლაში ხელს შეუწყობს.
მისივე თქმით, საზაფხულო ბანაკში ბავშვებმა მასწავლებლების დახმარებით უკვე მოამზადეს სტატიები, რაც ძალიან მალე აიტვირთება შესაბამის ვებგვერდზე და ვიკიპედიას შეემატება ინფორმაცია დედაქალაქის ისტორიის შესახებ.
​ოთხდღიანი პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა, ისტორიკოსების ლექციები მოისმინეს და ცნობილი ვიკიპედიელ ჯაბა ლაბაძესთან, ტექნიკური ხასიათის სასწავლო კურსი გაიარეს.

კომენტარი