ალექსიძის ქუჩაზე მრავალსართულიანი სახლის ნაცვლად, მერიას სკვერის მოწყობა სურს

ალექსიძის ქუჩაზე მრავალსართულიანი სახლის ნაცვლად, მერიას სკვერის მოწყობა სურს

2481
გაზიარება

თბილისის მერია ალექსიძის ქუჩა N1-ში გამწვანებული ტერიტორიის გაშენებას და სკვერის მოწყობას გეგმავს. ეს იმ შემთხვევაში განხორციელდება თუ დეველოპერული კომპანია, რომელიც ამ ტერიტორიაზე მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გეგმავდა, მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ მიწის ნაკვეთს დათანხმდება.
​როგორც „სითი კვირას“ მერიაში განუცხადეს, ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით, ინვესტორთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება შედგა, თბილისის მერია ალექსიძის ქუჩის დასაწყისში მაღალსართულიანი კორპუსის ნაცვლად გამწვანებული ტერიტორიის გაშენებას გეგმავს. დედაქალაქის მერია მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, დეველოპერულ კომპანიასთან მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ალექსიძის N1-ში სკვერს მოაწყობს,“-აცხადებენ მერიაში.

კომენტარი