ყოფილი გამგებელი მამუკა ჩოქური სამუშაოდ “თბილსერვისში” გადავიდა

ყოფილი გამგებელი მამუკა ჩოქური სამუშაოდ “თბილსერვისში” გადავიდა

1279
გაზიარება

თბილისის სამგორის რაიონის ყოფილი გამგებელი მამუკა ჩოქური, რომელმაც თანამდებობა, რამდენიმე თვის წინ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, სამუშაოდ შპს „თბილსერვის ჯგუფში“ გადავიდა და კომპანიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.
ეს ინფორმაცია „სითი კვირას“ „თბილსერვის ჯგუფშიც“ დაუდასტურეს. თავად მამუკა ჩოქური კი ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ოთხი იურიდიული პირის – შპს „თბილსერვის ჯგუფის“, შპს „უძრავი ქონება-თბილისის“, შპს „თბილისის პარკების“ და შპს „სინათლის ქალაქის“ შერწყმა – გაერთიანება დასრულდა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წესდებაში შესაბამისი ცვლილება შევიდა. ასეთი გადაწყვეტილების მიზანია, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული სერვისების ნაწილი ერთ სისტემაში მოექცეს, გაიზარდოს მომსახურების ეფექტი, არსებული რესურსები სწორად გადანაწილდეს და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება.

კომენტარი