არსებობს თუ არა 13 ივნისის სტიქიის განმეორების კერები – სპეციალისტების შეფასება 

არსებობს თუ არა 13 ივნისის სტიქიის განმეორების კერები – სპეციალისტების შეფასება 

825
გაზიარება

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მერაბ გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ ვერეს ხეობაში 13-14 ივნისის სტიქიის განმეორების საშიშროება არ არსებობს, რადგან სვანეთის ქუჩიდან გმირთა მოედნამდე, ქალაქის ზონაში არსებული ყველა კალაპოტი გასუფთავებულია, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გვირაბებს, შეიცვალა სახიდე გადასასვლელი, მოეწყო დამცავი კედლები.
5AA590AB-D38F-4824-9CF1-E121412E2953_w640_r1_sროგორც „სითი კვირას“ მერაბ გაფრინდაშვილმა განუმარტა, სტიქიური საშიშროებები ყოველთვის არსებობს, მაგრამ მსგავსი მასშტაბის სტიქია, რაც შარშან იყო, თბილისში ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის.
„ვერეს ხეობაში მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი, რომელიც ონლაინ რეჟიმში იძლევა ინფორმაციას. თუმცა ცალკეული რეციდივები იქნება,“- მიაჩნია გაფრინდაშვილს.
მისივე განმარტებით, მდინარე ვერეს კალაპოტსა და მის ფერდობებზე არსებული მყარი ნატანი მასალა, რომელიც შარშანდელი სტიქიის დროს დარჩა, არ ქმნის 13 ივნისის მსგავსი შედეგების განმეორების საშიშროებას.
როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის წარმომადგენელმა ლაშა სუხიშვილმა, “კვირის” პრესკლუბში დღეს განაცხადა, ვერეს ხეობაში ჯერ კიდევ არსებობს მასა, რომელიც, წყალმოვარდნის შედეგად, შესაძლოა, ისევ დაიძრას და მდინარე ვერეს ადიდება გამოიწვიოს. თუმცა, ეეჭვება ამან დედაქალაქს 13 ივნისის სტიქიის მსგავსი პრობლემები შეუქმნას.  13536026_1216328795057770_1155810623_n„შარშან ვამბობდით, რომ მილიონ 300 ათასი კუბური მეტრი იყო დაძრული. მეწყერის დროს, ამ რაოდენობიდან ვერეს ხეობაში მილიონი კუბური მეტრის მასა ჩავიდა, დანარჩენი კი ზედაპირზე დარჩა. დღევანდელი მდგომარეობით, მეწყრული სხეულის შედარებით დიდი მოცულობის ნაწილი ისევ იქ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სხეული წყნეთი – ახალდაბის მონაკვეთამდე, შესაძლოა კვლავ ჩამოწვეს,”- აცხადებს ლაშა სუხიშვილი.
მისივე თქმით, წყალმოვარდნის საშიშროება ვერეს ხეობის გარდა, სხვა მონაკვეთებსაც ემუქრება. კერძოდ, საუბარია ვერეს ხეობაზე, მდინარე დიღმულაზე, გლდანის ხევზე, ლეღვთა ხევზე, რომლებიც სუხიშვილის აზრით, კვლავაც შეიცავენ სხვადასხვა დონის საფრთხეს.
“ვერეს ხეობაში, მდინარის კალაპოტთან ახლოს ადამიანები თითქმის აღარ ცხოვრობენ, რასაც ვერ ვიტყვით სხვა ადგილებზე“,- განაცხადა სუხიშვილმა.

კომენტარი