დიდუბის რაიონში 48 სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა (ფოტოკოლაჟი)

დიდუბის რაიონში 48 სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა (ფოტოკოლაჟი)

2282
გაზიარება

თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობამ, სკვერების რეაბილიტაცია 48 მისამართზე დაასრულა. სამუშაოების ფარგლებში, სკვერების ტერიტორიაზე მოეწყო ბორდიურები და დეკორატიული ფილები, დაიდგა საპარკე სკამები და ურნები. სკვერი შემოღობეს ლითონის დეკორატიული ღობით, პატარებისთვის კი დადგეს სათამაშო ატრაქციონები კაუჩუკის რბილი იატაკით.
როგორც „სითი კვირას“ დიდუბის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე დამატებით 11 მისამართზე დამონტაჟდა საბავშვო გასართობი ატრაქციონი-სასრიალოებით, კარუსელითა და საქანელებით.
​მათივე ინფორმაციით, დაზიანებული სკვერების აღდგენის სამუშაოები კიდევ ათ მისამართზე მიმდინარეობს, ხოლო წლის განმავლობაში დამატებით 30 სკვერს აღადგენენ. პროექტის თანახმად წლის განმავლობაში ცხრა ახალ სკვერს მოაწყობენ.
სკვერების რეაბილიტაციის სამუშაოებისა და ატრაქციონების მონტაჟისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 509 400 ლარი დაიხარჯა.

Untitled UntitledASF

კომენტარი