თამარ გვერდწითელი მზრუნველობა მოკლებული მოზარდებისთვის იმღერებს

თამარ გვერდწითელი მზრუნველობა მოკლებული მოზარდებისთვის იმღერებს

1146
გაზიარება

ცნობილი ქართველი მომღერალი, რუსეთში მოღვაწე თამარ გვერდწითელი, თბილისის საკონცერტო დარბაზში ხვალ, 25 ივნისს საქველმოქმედო კონცერტს გამართავს, რითაც იგი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II -ის ინიციატივას ეხმიანება, მზრუნველობა მოკლებული მოზარდებისთვის დაარსდეს თავშესაფარი, რომლებიც სრულწლოვანები ხდებიან და მათზე არანაირი სოციალური პროგრამა აღარ ვრცელდება. კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება პატრიარქის ამ წამოწყებას.
როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრში განუცხადეს, საქველმოქმედო კონცერტზე თამარ გვერდწითელთან ერთად, სცენაზე გამოვლენ ანსამბლი „შვიდკაცა“. ასევე მონაწილეობას მიიღებს პაატა ანდრიაძის ბენდი და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი. კონცერტზე გაჟღერ13434790_291986484478710_8410978953184493318_nდება თამარ გვერდწითელის ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ძველი და ახალი სიმღერები.
“ხალხს რაც უყვარს, ის სიმღერა უნდა სრულდებოდეს სცენაზე. 20 წლის წინ ვიყავი, როცა ეს სიმღერები დავწერე და როგორც ვიცი, ხალხი დღემდე უსმენს. ასევე გაიჟღერებს სიმღერები ჩემი ფრანგული რეპერტუარიდან, მაესტრო მიშელ ლეგრანის მიერ დაწერილი შედევრები. შესრულდება ახალი ნაწარმოები ივრითულად. ეს ძველი ებრაული სიმღერაა, რომელიც მეორე მსოფლიო ომამდე დაიწერა და, რომლებიც შესანიშნავი მუსიკალური საგანძურია. სიმღერები განვაახლეთ და ისინი ორკესტრის თანხლებით შესრულდება,”- აცხადებს თამარ გვერდწითელი წინასაკონცერტო სამზადისის მიმდინარეობაზე საუბრისას.
მისივე თქმით, სიშორის მიუხედავად ყოველთვის ინტერესდება საქართველოს ამბებით და აცხადებს, რომ მისი დარდიც და სიხარულიც სამშობლოს უკავშირდება. საღამოს რეჟისორია ზაზა ორაშვილი. პროდიუსერი რეზი ახრახაძე. საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზატორია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი და თამარ გვერდწითელის საერთაშორისო ფონდი „მუსიკა საზღვრებს გარეშე“ და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
თამარ გვერდწითელი თბილისიდან აშშ-ში მიემგზავრება გასტროლებით და რამდენიმე ქალაქში განმეორებით გამართავს კონცერტებს.

კომენტარი