თბილისში ჰაერის ინდიკატორული გაზომვებით, ოზონისა და ბენზოლის შემცველობა დადგინდება 

თბილისში ჰაერის ინდიკატორული გაზომვებით, ოზონისა და ბენზოლის შემცველობა დადგინდება 

757
გაზიარება

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის გაძლიერებისა და ქსელის გაფართოების მიზნით, ჰაერში სხვადასხვა დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების გამზომი მოწყობილობები დამონტაჟდა, რითაც ატმოსფერულ ჰაერში გოგირდისა და აზოტის დიოქსიდების, ასევე ოზონისა და ბენზოლის შემცველობა დადგინდება.
ივნისში ინდიკატორული გაზომვების მეოთხე ეტაპი განხორციელდა.
თბილისის გარდა მილაკები საქართველოს 15 ქალაქში: ქუთაისში, ბათუმში, ზესტაფონში, რუსთავში, ზუგდიდში, თელავში, ახალციხეში, გორში, კასპში, სამტრედიაში, მცხეთაში, ოზურგეთში, სენაკში, ფოთსა და ხაშურში, 61 წერტილში განთავსდა.
როგორც სითი კვირას“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ინდიკატორული გაზომვების საშუალებით შესაძლებელი იქნება ატმოსფერულ ჰაერში გოგირდისა და აზოტის დიოქსიდების, ასევე ოზონისა და ბენზოლის შემცველობა დადგინდეს.
​მათივე ინფორმაციით, გარკვეული პერიოდის შემდეგ მილაკები დალუქული სახით დიდი ბრიტანეთის აკრედიტირებული ლაბორატორიაში გადაიგზავნება. გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლებლობა ექნება თბილისსა და სხვა ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების არსებული მდგომარეობა უფრო დეტალურად შეისწავლოს.

კომენტარი