რა იყო XIX საუკუნის თბილისში, ტრანსპორტის პოპულარული სახეობა

რა იყო XIX საუკუნის თბილისში, ტრანსპორტის პოპულარული სახეობა

3754
გაზიარება

XVIII-XIX საუკუნეებში თბილისის მთავარი სატრანსპორტო საშუალება ურმები და ბედაური ცხენები იყო. 1790 წელს გამოჩნდა პირველი ეტლი, როგორც მაშინ ეძახდნენ „კარეტა“, რომელიც ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკურმა მოღვაწემ, დიპლომატმა გარსევან ჭავჭავაძემ ჩამოიტანა. ამას მოვყვა „კალიასკა“ და „ეკიპაჟი“ (1820-იან წლები). დროშკები თბილისში 1820-იან 1830-იან წლებში გამოჩნდა.
თბილისში ე.წ დროშკებითა და ეტლებით სიარულის საჭიროებას იწვევდა ისიც, რომ მაშინ ქალაქის ქუჩები ფარნებით არ ნათდებოდა. 13445278_
XIX საუკუნის დასაწყისში თბილისში, სხვადასხვა სახის ეტლი გამოჩნდა, როგორც სატრანსპორტო საშუალებები. თავიდან ეს იყო ერთცხენიანი, ოთხთვალა “დროშკები” – მსუბუქი, რკინის თვლებიანი ეტლი, რომელიც თანდათან დაიხვეწა, ტყავით და სელის ქსოვილით გადაიხურა.
1824 წლიდან თბილისში გაჩნდა რამდენიმე სადგური, საიდანაც “დროშკის” აყვანა შეიძლებოდა. სადგურები იყო ერევანსკის, მადათოვის, ალექსანდრეს მოედნებზე და სომხის ბაზარზე. ათწლეულების შემდეგ მსგავსი „ბირჟა“ ვაგზლის მოედანზეც გაჩნდა.
1830-იან წლებში, თბილისში მოგზაურობისას ბარონი ტორნაუ წერდა: „დროშკები მწკრივად იდგნენ შუა ბაზარში, მადათოვის მოედანზე, ტფილისის მედროშკენი კი ისე დააქროლებდნენ თავიანთ ცხენებს, რომ გამვლელებს შიშის ზარს სცემდნენ.“13445278_1274684002544592_8018059396332853162_nწყარო: თბილისის სატრანსპორტო კომპანია

კომენტარი