როგორია ხათუნა ბეჟუაშვილის “მომინანქრებული ძველი თბილისი”

როგორია ხათუნა ბეჟუაშვილის “მომინანქრებული ძველი თბილისი”

4160
გაზიარება

ხათუნა ბეჟუაშვილი ფრანგული ენის სპეციალისტია. რვა წელია მინანქარში ასრულებს ძველ თბილისის პეიზაჟებს და უკვე 300 -ზე მეტი ნაკეთობა აქვს შექმნილი. სამი პერსონალური გამოფენის ავტორია, ხშირად ჯგუფურ გამოფენებშიც მონაწილეობს. ყოველწლიურად საქველმოქმედო გამოფენა -აუქციონებში მონაწილეობს. წელს ბერლინში საერთაშორისო ფესტივალზეა მიწვეული, სადაც მისი ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. როგორ იქმნება მინანქარში ძველი თბილისი, ამის შესახებ ხათუნა ბეჟუაშვილი “სითი კვირას” ესაბრა:

– როდის დაიწყეთ მუშაობა მინანქარზე?13514340_1179982688702379_1896657123_n

– სამკაულის დიზაინი ადრეული ასაკიდან მიტაცებს. მინდოდა ოქრომჭედლობა მესწავლა, მაგრამ ვერასდროს ვახერხებდი. ჩემს მეზობლად ცხოვრობს მხატვარი ქეთევან მენთეშაშვილი, რომელიც მინანქარზე მუშაობს და სამკაულების კეთება მან მასწავლა. ჩემი პირველი ნახელავი გულსაკიდი იყო. მუშაობის პროცესში მივხვდი, რომ სამკაულებზე მეტად კომპოზიციის კეთება მინდოდა. პირველი ჩემი ნამუშევარი ძველი თბილისის ხედი იყო, დღესაც მიკვირს, როგორ გავაკეთე. შემდეგ ინტენსიურად დავიწყე მუშაობა. ერთ-ერთი ნამუშევარი შვილს გავატანე გალერეაში ჩარჩოში ჩასასმელად, სადაც ავტორის ვინაობით დაინტერესდნენ და გამოფენა-გაყიდვის გამართვა შემომთავაზეს. მეც დავთანხმდი. მაინტერესებდა რა შეფასება ექნებოდა ჩემს შემოქმედებას. ვინაიდან წარმატებით გაიყიდა, გავარგძელე მუშაობა. უკვე სამი პერსონალური გამოფენა მქონდა გალერეა ,,შარდენის“ ხელშეწყობით.  ჩემი ნამუშევრების ნახვა გალერეა ,,შარდენში“ და “არტ გალერეა ვაკეშია” შესაძლებელი.

– როგორია მინანქარზე მუშაობის სპეციფიკა?13493051_1179982702035711_1043674458_n

– საკმაოდ შრომატევადი და, იმავდროულად ძალიან საინტერესო პროცესია. პირველ ეტაპზე სპილენძის ფირფიტას ვამუშავებთ, ვუსვამთ კონტრიმალს და ვათავსებთ ღუმელში. შემდეგ ვხეხავთ რკინის ჯაგრისით, ქონდონს ვუსვამთ და ისვე ღუმელში ვათავსებთ, სადაც 1000 გრადუს ტემპერატურაზე იწვება. ამგვარად დამუშავებული ფირფიტა უკვე მზად არის. შემდეგ, სასურველ ნახატს ზემოდან სპილენძის ტიხრით ვხატავთ და კვლავ ღუმელში ვაბრუნებთ გამოსაწვავად, რა დროსაც მიიკრავს ამ ტიხარს. შემდეგი ეტაპია გაფერადება,  ფერების დადებისას თავიდანვე ვერ განსაზღვრავ, რამდენჯერ მოუწევს ღუმელში გამოწვა. რთულია, მაგრამ თუ ეს საქმე, თავს ვერ დაანებებ.

– როგორ ხდე13492761_1179982852035696_2070138298_nბა ფერების შერჩევა?

– საკუთარი გემოვნებით ვარჩევ, როგორც ვხედავ, განწყობის და წარმოსახვის მიხედვით.

– რა პირობების დაცვაა აუცილებელი მუშაობისას?

– ღუმელი უნდა იდგას ნათელ ოთახში, რომელიც ნიავდება, მუშაობის პროცესში ნიღაბი უნდა გეკეთოს, ვინაიდან ტოქსიურია.

– როგორ გაჩნდა ძველი თბილისის პეიზაჟების მინანქარში შესრულები13492845_1179982698702378_301469951_nს სურვილი?

– მიყვარს ძველი თბილისი, აივნიანი სახლები,ფერადი სახურავები, განსაკუთრებულად მიყვარს ზამთარი და მგონია, რომ  ძველი თბილისი ზამთარში განსაკუთრებულად ლამაზია.

– ზარდახშების შესახებაც გვიამბეთ?

– ზარდახშებს ოქრომჭედელთან ერთად ვაკეთებ. ვამზადებ ზარდახშის  მინანქრის თავს, მერე ვხატავ ზარდახშის დიზაინს, კეთდება ვერცხლის, სპილენძის და ხის ზარდახშები. რომლებზეც დატანილია ნატურმორტები, პეიზაჟები, და სხვადასხვა კომპოზიციები. ჩემი ნამუშევრები ფერწერულ- ტიხრულია , აქვს სიძველის ეფექტი და ნახატს ჰგავს – ეს ჩემი ხელწერაა.

– როგორია თქვენი თვალით დანახული თბილისი?

– მე თბილისს ვხედავ ისეთს, როგორიც ჩემს კომპოზიციებშია. ვისურვებდი, რომ  ძველი თბილისი პირვანდელი სახით შევინარჩუნოთ. არ ვარ წინააღმდეგი თანამედროვე არქიტექტურის, მაგრამ არ უნდა წაიშალოს დედაქალაქის ძველი იერსახე.

თათია პაიჭაძე

კომენტარი