“ქართული მონეტების ოქროს კოლექციის” – პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

“ქართული მონეტების ოქროს კოლექციის” – პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

658
გაზიარება

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, წიგნ-ალბომის “ქართული მონეტების ოქროს კოლექციის” პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც 24 განსხვავებულ მონეტას აერთიანებს და საქართველოს ისტორიას ქრონოლოგიურად გვიამბობს.
​როგორც ,,სითი კვირას“ მუზეუმში განუცხადეს, პროექტი ყველა ადამიანს აძლევს საშუალებას, გახდეს წიგნი-ალბომის მფლობელი და თვეში ერთხელ პირად კოლექციას თითო მონეტა შეჰმატოს. წიგნ-ალბომში საგანგებოდაა გამოყოფილი ადგილები, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული მონეტების ასლებით შეივსება. ალბომს მოჰყვება სპეციალური ლუპა.​
მათივე ინფორმაციით, პრეზენტაციის სტუმრებმა საჩუქრად მიიღეს პირველი მონეტის ასლი. სამომავლოდ კი ერთგულ მომხმარებელს, რომელიც უნიკალური კოლექციის შეგროვებას გააგრძელებს, ექნება შანსი, გახდეს ნამდვილი ოქროს მონეტის მფლობელი.

კომენტარი