პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

761
გაზიარება

საგზაო სამუშაოების გამო, პუშკინის ქუჩაზე დღეს, 22:00 საათიდან 26 ივნისის 18:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება.
​როგორც “სითი კვირას” მერიაში განუცხადეს, აღნიშნულ ქუჩაზე, გზის გაფართოების სამუშაოების გამო, ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. ორმხრივი მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე აგვისტოს შუა რიცხვებში აღდგება.
თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შეფერხებისთვის.

კომენტარი