ჭონქაძის №14 ა-ში სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

ჭონქაძის №14 ა-ში სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

953
გაზიარება

თბილისის ჭონქაძის №14 ა-ში სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. კედლებზე მოიქსოვა არმატურის ბადე, რომელიც შემდგომში ქვიშა-ცემენტის ხსნარით შეილესება.​
​როგორც „სითი კვირას“ მთაწმინდის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, უკვე გამაგრდა საცხოვრებელი სახლის საძირკველი, სახლის ფუნდამენტური გამაგრებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 177 912 ლარი გამოიყო.
მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი მთაწმინდის რაიონის გამგებელმა გელა არჩვაძემ მოადგილე მიხეილ გოგოლიძესთან და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად განახორციელა და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო.
​გამგეობის ინფორმაციით, პროექტი თანადაფინანსების პროგრამების ფარგლებში მიმდინარეობს, სადაც სახლის გამაგრების შემთხვევაში გამგეობის წილი 90 %-ია, ხოლო მოსახლეობისა კი 10%. სამუშაოები ერთ თვეში დასრულდება.​

13563378_1225479937477147_445327054_n 13563555_1225479974143810_370358475_n

კომენტარი