ახმეტელის თეატრში საქველმოქმედო სპექტაკლი “სტუმარ – მასპინძელი“ გაიმართება

ახმეტელის თეატრში საქველმოქმედო სპექტაკლი “სტუმარ – მასპინძელი“ გაიმართება

591
გაზიარება

ახალგაზრდა მუსიკოსის ზვიად ბერიაშვილის დასახმარებლად, სანდრო ახმეტელის დრამატულ თეატრში საქველმოქმედო სპექტაკლი “სტუმარ – მასპინძელი ” 30 ივლისს, 19 საათზე გაიმართება.

როგორც ,,სითი კვირას“ თეატრში განუცხადეს, ზვიადს დაუდგინდა მძიმე დაავადება, სასწრაფოდ საჭიროებს მკურნალობას. ბილეთის შესაძენად გადახდილი თანხა ზვიად ბერიაშვილის დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე ავტომატურად გადაირიცხება.

ზვიად ბერიაშვილი ახმეტელის თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი, ანსამბლ “ქალდეას” ხელმძღვანელი, ბავშვთა ფოლკლორული გუნდის ,,დავითანის“ ხელმძღვანელი და ანსამბლ ,,მუხამბაზის“ წევრია.

კომენტარი