ბაქოში ყველა ავტობუსი კონდიციონერით აღიჭურვება

ბაქოში ყველა ავტობუსი კონდიციონერით აღიჭურვება

913
გაზიარება

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ყველა სამარშრუტო ავტობუსი კონდიციონერით იქნება აღჭურვილი. ამის შესახებ გამოცემა 1news.az იუწყება.
„ავტობუსებში კონდიციონერების დაყენება საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომსახურების დონის ამაღლების ნაწილია. ამჟამად კონდიციონერები მხოლოდ კომპანია Baku Bus-ის ავტობუსებშია და მომავალში ის ყველა ავტობუსში დამონტაჟდება. მათ, ვისაც კონდიციონერი არ ექნება, ლიცენზია გაუუქმდება“, – განაცხადა ბაქოს სატრანსპორტო სააგენტოს პრესსამსახურის უფროსმა ნურიდა ალახიაროვა-მამედოვამ.
მისი ინფორმაციით, ეს პროცესი 2017 წლისთვის უნდა დასრულდეს.

კომენტარი