დავით ალექსიძის ნამუშევრების კატალოგი გამოიცა

დავით ალექსიძის ნამუშევრების კატალოგი გამოიცა

628
გაზიარება

თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, მეოცე საუკუნის 90-იანი წლების თაობის მხატვრის დავით ალექსიძის ნამუშევრების კატალოგი გამოიცა.

წიგნის ავტორი ხელოვნებათმცოდნე ალექსანდრა გაბუნიაა. კატალოგი შესრულებულია ორ ენაზე – ქართულად და ინგლისურად და მასში შედის მხატვრის ას ოცი ნამუშევარი.

როგორც ,,სითი კვირას“ მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრში განუცხადეს, ტექსტს საფუძვლად უდევს როგორც XX საუკუნის 90-იანი წლების, ასევე XVII-XVIII საუკუნეებიდან XX საუკუნის 10-იან წლებამდე ქართული ხელოვნების სოციო-კულტურული ანალიზი, საიდანაც წარმოქმნილი კონტექსტი გამოიყენება ტექსტის ზოგადი ანალიზისა და გაგებისათვის.

ტექსტი იგება მხატვრის შემოქმედების პერიოდების ქრონოლოგიური ჩარჩოების და ზოგადი დახასიათების მეთოდით.

კომენტარი