თბილისის 152-ე საჯარო სკოლაში ლეო ანთაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

თბილისის 152-ე საჯარო სკოლაში ლეო ანთაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

888
გაზიარება

152-ე საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში ცნობილი ქართველი მსახიობის, საქართველოს სახალხო და დამსახურებული არტისტის ლეო ანთაძის შემოქმედების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

ღონისძიებაზე 84 წლის მსახიობმა მის მიერ განსახიერებული პერსონაჟები გააცოცხლა და მონოსპექტაკლი წარმოადგინა. ღონისძიებას სამგორის რაიონის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია და სამგორის გამგეობის კულტურის, სპორტისა და განათლების განყოფილების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

საღამო, რომელსაც თბილისის 152-ე საჯარო სკოლის სააქტო დარბაზმა უმასპინძლა, სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართა.

ლეო ანთაძე  მარჯანიშვილისა და რუსთავის თეატრების მსახიობია. იგი მონაწილეობდა ისეთ სპექტაკლებში, როგორიცაა: „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“; „რას იტყვის ხალხი“; „მკაცრი ქალიშვილები“; „ფსკერზე“; „ჩარლის დეიდა“;  და სხვ. მსახიობმა ითამაშა ფილმებში: „ყვავილი თოვლზე“; „გაქცევა გამთენიისას“; „დათა თუთაშხია“; „მონანიება“ და ა. შ.

13669116_1104594372944722_8265746339916643890_n 13626615_1104594122944747_8814537665116616699_n

კომენტარი