ორსართულიანმა მატარებელმა თბილისიდან ბათუმში პირველი რეისი შეასრულა (ფოტოკოლაჟი)

ორსართულიანმა მატარებელმა თბილისიდან ბათუმში პირველი რეისი შეასრულა (ფოტოკოლაჟი)

16236
გაზიარება

შვეიცარული კომპანია Stadler Bussnang AG-ის უმაღლესი სტანდარტის ელექტრომატარებელი პირველ მგზავრებთან ერთად შავი ზღვის კურორტებისაკენ დღეს, 9:10 საათზე დაიძრა.

როგორც „სითი კვირას“ საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, ახალი ორსართულიანი მატარებელი გაჩერებების გარეშე იმოძრავებს და მხოლოდ ზღვისპირა კურორტებზე – ურეკში, ქობულეთსა და ბათუმში გაჩერდება. ორივე მიმართულებით დღეში ორი რეისი შესრულდება: თბილისი (9:10) – ბათუმი (14:09), თბილისი (18:20) – ბათუმი (23:19). ასევე ორი რეისია ბათუმიდან თბილისის მიმართულებით: ბათუმი (7:35) – თბილისი (12:30), ბათუმი (17:05) – თბილისი (22:00).

მათივე ინფორმაციით, ახალი მატარებლით მგზავრობის საფასური დარჩა იგივე: მეორე კლასი – 23 ლარი, პირველი კლასი – 40 ლარი, ბიზნეს კლასი – 55 ლარი.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარული კომპანია Stadler Bussnang AG-ის ულტრათანამედროვე ორსართულიანი ელექტრომატარებლები თბილისიდან შავი ზღვის სანაპიროსკენ მიმავალ 400-მდე მგზავრს ემსახურება.

როგორც სს “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე აცხადებს, საქართველოს არასდროს ჰქონია მსგავსი კლასისა და სტანდარტის მატარებელები. შეძენილი 4 ელექტრომატარებლიდან პირველი ორი უკვე ადგილზეა, ორს კი დეკემბერში მიიღებენ.

ევროპული სტანდარტის ორსართულიანი Stadler Kiss-ის ოთხი ახალი მოდელის ელექტრომატარებელი სს “საქართველოს რკინიგზამ” კომპანია Stadler Bussnang AG-გან შეიძინა.

როგორც “საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, აღნიშნული ელექტრომატარებელები თბილისიდან შავი ზღვის მიმართულებით მიმავალ მგზავრებს მოემსახურება. ახალი მატარებლები ევროპის ყველაზე მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს აკმაყოფილებს. მათი ტექნიკური მონაცემები სრულად შეესაბამება საქართველოს რკინიგზის მოთხოვნებს. ქართულ რეალობაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მატარებლები სრულად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებაზე.

13509084_1029875063787021_4290230206038132566_n 13612302_1029875133787014_8231921082866471970_n 13614993_1029875067120354_946639245802708061_n 13615244_1029875627120298_6317497882747751459_n 13619842_1029874947120366_200880766509581261_n 13619842_1029875437120317_3282786422158957991_n 13619948_1029875220453672_7704498362222997939_n 13620937_1029875153787012_3393952347032832339_n 13626422_1029874870453707_944024881392420531_n 13626601_1029875583786969_7313278499849756547_n 13626605_1029875223787005_3287259589593014428_n 13645161_1029874860453708_2626029688522335810_n 13668949_1029875047120356_9083276277601650059_n 13669772_1029875573786970_377803148392458688_n 13700037_1029874863787041_5992705652505050418_n 13709898_1029875130453681_7445857356378898669_n 13754654_1029874803787047_3448089621822373466_n 13769358_1029874997120361_1968315635986789104_n 13769359_1029875100453684_1656674816200785082_n 13769530_1029874913787036_2002628886030790189_n 13770380_1029875453786982_7015340085058225169_n 13775395_1029874943787033_7136281245384183514_n 13775487_1029875310453663_1782593796310669726_n 13775856_1029874807120380_3324699891745005608_n 13781685_1029875527120308_874515471863793460_n 13781727_1029875380453656_4696233550954205353_n 13781771_1029875560453638_89453682037050531_n 13781804_1029875497120311_6939508138826824398_n 13781806_1029875360453658_2013846645936748058_n 13781864_1029874810453713_7551905492456605690_n 13782258_1029875473786980_6273496034354144520_n

კომენტარი