რა უნდა იცოდეს კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე სახლის მაცხოვრებელმა (ვიდეო)

რა უნდა იცოდეს კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე სახლის მაცხოვრებელმა (ვიდეო)

639
გაზიარება

მოქალაქე, რომლის საცხოვრებელი სახლიც კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს წარმოადგენს, ვალდებულია, მოუაროს შენობას და მისი რეაბილიტაცია საკუთარი სახსრებით განახორციელოს.
როგორც „სითი კვირას“ კრწანისის რაიონის გამგებელმა გიორგი კოპალეიშვილმა განუმარტა, თუ  მოქალაქეს ამის  საშუალება არ აქვს, ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, რეაბილიტაციაზე მერია იზრუნებს.
მისივე თქმით, მოქალაქემ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება – გაყიდვა, რეაბილიტაცია თუ ადაპტაცია, კანონის მიხედვით,   არქიტექტურის სამსახურთან უნდა შეათანხმოს.
კოპალეიშვილის აზრით, თბილისის კულტურული მემკვიდრეობა ძალიან დიდი საგანძურია და ფრთხილ მოპყრობას საჭიროებს.
„მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით, იმ უბნებში, რომლებშიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია განთავსებული, ბიზნესაქტივობა უფრო დიდია. ასე რომ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უფრო მეტი აქტივია, ვიდრე საზრუნავი და პრობლემა,“- აღნიშნა გიორგი კოპალეიშვილმა

 

კომენტარი