სამგორის რაიონში 16 სპორტული მოედანი ეწყობა (ფოტოკოლაჟი)

სამგორის რაიონში 16 სპორტული მოედანი ეწყობა (ფოტოკოლაჟი)

647
გაზიარება

სამგორის რაიონში, სხვადასხვა მისამართზე 16 სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს.

როგორც სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა განაცხადა, სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობითი  სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.

მისივე თქმით, სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო პლასტმასის იზოლირებული მავთულბადე, განახლდა მაყურებელთა ტრიბუნა, დაიგო ხელოვნური  მწვანე საფარი, აღდგა სტადიონის განათება. სპორტული მოედნები თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

„ყველა პროექტი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება,“ – აღნიშნა გამგებელმა.

13817177_530581767125362_367452516_n 13649610_530581753792030_1816483769_n (2) 13650502_530581737125365_1447050196_n 13816739_530581747125364_395453780_n 13817177_530581767125362_367452516_n 13819373_530581763792029_843164443_n 13820468_530581783792027_131646482_n 13820920_530581777125361_2010414069_n 13823327_530581757125363_1854166025_n

კომენტარი