სამებისა და მახათას ეკლესიების დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა (ფოტოკოლაჟი)

სამებისა და მახათას ეკლესიების დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა (ფოტოკოლაჟი)

602
გაზიარება

სამების ეკლესიისა და მახათას ეკლესიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის სამუშაოები დასრულდა. როგორც „სითი კვირას“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ორკილომეტრიანი გზა თბილისის ისტორიულ უბანს – ავლაბარს მახათას დასახლებასთან დააკავშირებს, რაც მოძრაობის განტვირთვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ავლაბრისა და მახათას დამაკავშირებელ  გზაზე თბილისის მერი დავით ნარმანია,  თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე იმყოფებოდნენ. დავით ნარმანია შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.  დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული გზის გაკეთება წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც შესრულდა.

„ეს არის სტრატეგიულად   მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთი, რომელიც  ორ უბანს – ავლაბარსა და მახათას  ერთმანეთთან აკავშირებს. აქ გზა არასდროს ყოფილა და, შესაბამისად, ნულიდან მოხდა მისი მოწყობა. სამებისა და მახათას ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზის გაკეთება იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ქალაქის ეს ნაწილი საგრძნობლად ვითარდება, ხალხი გადმოდის საცხოვრებლად და, შესაბამისად, აუცილებელია მათთვის კომფორტის შექმნა,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ გზაზე დაიგო ასფალტის საფარი, დამონტაჟდა კიუეტები, მოეწყო ტროტუარები. „მიმდინარე ტერიტორიაზე სავალი გზა არასდროს ყოფილა.  სამუშაოები ნულიდან დაიწყო და კაპიტალურად მოეწყო“, – აცხადებენ მერიაში.

გზის კაპიტალური მშენებლობის სამუშაოებს შპს “სახელმწიფო სამშენებლო კომპანია” აწარმოებდა.

13754268_1383616874988242_9172268187494316567_n

13615290_1383616948321568_125498200551071967_n (1) 13754407_1383616978321565_3785533906170887613_n 13754428_1383616908321572_6363250264613581172_n 13782173_1383616891654907_2170478388298255991_n (1)

კომენტარი