სანაპიროს ქუჩაზე ასფალტის საფარი განახლდება

სანაპიროს ქუჩაზე ასფალტის საფარი განახლდება

494
გაზიარება

სანაპიროს ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. როგორც „სითი კვირას“ მთაწმინდის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ამ ეტაპისთვის ტერიტორია გაიწმინდა ნაგვისგან და განხორციელდა ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი.

მათივე ინფორმაციით,  სანაპიროს ქუჩაზე 800 კვ. მეტრი ასფალტის საფარი დაიგება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 25 000 ლარია გამოყოფილი.

აღნიშნული სამუშაოები დღეს დაიწყო და ათ დღეში დასრულდება.

13686677_1071223432958540_342859659151702559_n (1) 13775810_1071223422958541_1075917027489250841_n 13782271_1071223416291875_7427744777161107016_n

 

კომენტარი