30 ივლისს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფსიქოსემინარი გაიმართება

30 ივლისს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფსიქოსემინარი გაიმართება

683
გაზიარება

30 ივლისს, არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიონის სინერგიის“ ინიციატივით, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 16:00-დან 19:00 საათამდე, 40- წუთიანი ლირიკულ – მუსიკალური პროგრამის თანხლებით, ფსიქოსემინარი გაიმართება.

როგორც „სითი კვირას“ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში განუცხადეს, სემინარის მონაწილეები ისაუბრებენ ფსიქოძალადობაზე, სუიციდის მცდელობების პრევენციაზე, მოზარდთა პრობლემებსა და იმ სხვა თემებზე, რომელზეც „კავკასიონის სინერგია“ აქტიურად მუშაობს, კერძოდ, თემის – “მოზარდი, ოჯახი , პედაგოგი და გარემო”- საფრთხეებზე, სტიგმაზე, მოზარდულ სირცხვილზე, თვითდამკვიდრებასა და პრევენციაზე.

აღნიშნულ ღონისძიებაზე ლექსებს წაიკითხავენ: პოეტი ლანა მანველი, კახა ბაციკაძე, სერგი ლომაძე და სხვები. საღამოს მუსიკალურად, გიტარის თანხლებით, კახა ბაციკაძე გააფორმებს.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, უკვე 5 წელია,  „კავკასიონის სინერგია“  სასაჩუქრე ფსიქოსემინარებს ატარებს.

მათივე თქმით,  ფსიქოტექნიკების შედეგი “ფანტასტიურია”. სემინარზე დასწრება მშობლებს, პედაგოგებს და ძიძებსაც შეეძლებათ.

ორგანიზატორების განმარტებით, ისინი ღონისძიებაზე იწვევენ ფსიქოლოგებს და ფსიქოლოგიაში მოღვაწე პერსონებსაც, რომელთაც სტუმრების კითხვებზე პასუხების ღიად გაცემა შეეძლებათ.

სემინარზე დასწრების მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე: 597 17 33 27, ან- 555 727 767 და ღონისძიებაზე წინასწარ ჩაეწერონ. სემინარის მომხსენებელი და ტრენერი ფსიქოლოგი ლიკა ბებურიძე იქნება.

 

 

 

 

კომენტარი