თბილისში ნიგერიელი Nneka კონცერტს გამართავს

თბილისში ნიგერიელი Nneka კონცერტს გამართავს

778
გაზიარება

ნიგერიელი არტისტის Nneka კონცერტს სახელწოდებით Walking to Tbilisi 12 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი 20 საათზე უმასპინძლებს. კონცერტი ივენთ მენეჯმენტ კომპანია Funday entertainment – ის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება.
​მომღერალი ნნეკა ლუსია ეგბუნა ნიგერიაში დაიბადა. 19 წლის ასაკში გერმანიაში გაემგზავრა და დაიწყო სწავლა ჰამბურგის უნივერსიტეტში. ამ პერიოდიდან დაიწო მისი, როგორც მომღერლისა და სიმღერების ავტორის კარიერა.
​ნნეკა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე რეგულარულად გამოდის ისეთ არტისტებთან ერთად, როგორებიც არიან: Roots, Gnarls Barkley, Nas და Damian Marley. იგი აღიარებულია 2009 წლის საუკეთესო აფრიკელ შემსრულებლად. 2010 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მიძღვნილი სიმღერა Viva Africa ჩაწერა. ჰიპ-ჰოპის ლეგენდა NAS მას უწოდებს “საოცარ” და “შეუდარებელ არტისტს”. Sunday Times-მა მას ახალგაზრდა ლორენ ჰილი შეარქვა და ნნეკას სადებიუტო ალბომი ლორენ ჰილის ალბომს The Miseduction of Lauryn Hill -ს შეადარა.

კომენტარი