ვარაზის ქუჩის მოსახლეობა “ყაზტრანსგაზს” გაზის მილების კუსტარულად გაყვანაში ადანაშაულებს 

ვარაზის ქუჩის მოსახლეობა “ყაზტრანსგაზს” გაზის მილების კუსტარულად გაყვანაში ადანაშაულებს 

1996
გაზიარება

თბილისის საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის ფერდობზე, მხატვრების უბანში ავთო ვარაზის ქუჩის მოსახლეობა შეშფოთებას გამოთქვამს ბუნებრივი აირის მილების უსაფრთხოების ნორმების დარღვევით გაყვანის გამო და კომპანია „ყაზტრანსგაზისგან“ ხარვეზის გამოსწორებას მოითხოვს.
​როგორც „სითი კვირას“ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა განუმარტეს, ბუნებრივი აირის მილები ჰაერშია გამოკიდებული და ძლიერი ქარების დროს გზის სავალი ნაწილი13653461_1247232095301931_1478197774350244135_oს მხარეს გადაიხარა. ხოლო იმ მაცხოვრებლებს, ვინც დათანხმდა თანხის გადახდას, სამონტაჟო სამუშაოებისთვის კომპანიამ 1000 ლარი გადაახდევინა.
“როდის მოწყდება ეს მილები, არ ვიცით. “ყაზტრანსგაზში” გვითხრეს, სამუშაოების საფასური გადაიხადეთ და მილებს მიწაში მოვაქცევთო. გარდა იმისა, რომ “ყაზტრანსგაზის” “შედევრმა” გარემო დაამახინჯა, ადამიანების სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეუქმნა“, – აცხადებენ ადგილობრივები.
მათი განმარტებით, ბუნებრივი აირის მილები კომპანიამ შარშან გაიყვანა ისე, რომ მოსახლეობის პოზიციით არ დაინტერესებულა. მილები, ზოგადად, იმდენად დაბალ სიმაღლეზეა გაყვანილი, რომ მაცხოვრებლებს ეზოში ტექნიკის შეყვანაში უშლის ხელს.
„მილები ერთ 13679975_1247232098635264_8022009027613269997_oდღეში გაიყვანეს, არადა გაზის სახლში შემოყვანას, 40 დღის ნაცვლად, მთელი 6 თვის განმავლობაში ველოდი. გაზის მილები ჰაერშია გამოკიდებული. ორ ადგილას გადახრილია. ჩემი სახლი, საერთოდ, გაზის მილების გალიაშია ჩასმული. ირგვლივ ეს მახინჯი მილებია შემოვლებული. თან ისე დაბლა, რომ ეზოში რამის გაკეთება რომ მომინდეს, ტექნიკას ვერ შემოვიყვან. დავაზიანებ და, რა თქმა უნდა, დამაჯარიმებენ“, – აცხადებს ერთ-ერთი სახლის მაცხოვრებელი.
როგორც
ადგილობრივები განმარტავენ, ამ საკითხზე მაცხოვრებლებმა ერთობლივი განცხადებით „ყაზტრანსგაზს“ მიმართეს და კომპანიისგან პრობლემის მოგვარების ნაცვლად, მხოლოდ წერილზე პასუხი მიიღეს.
“თქვენი განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ არსებული მიწისზედა გაზსადენის გადატანა ტექნიკურად შესაძლებელია. დაფინანსების შემთხვევაში “ყაზტრანსგაზი” შეასრულებს გაზსადენის გადატანის სამონტაჟო სამუშაოებს“, – ნათქვამია „ყაზტრან13765698_1247232091968598_8281675647159339215_oსგაზის“ წერილში, რომელსაც ხელს აწერს კომპანიის სპეციალური მმართველი, ვინმე ნინო თურმანიძე.
„ორი დღის წინ კვლავ ვიყავი “ყაზტრანსგაზში” და “სემეკს” მიმართეო, მითხრეს,” – აცხადებს მაცხოვრებელი. ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი გიორგი ჭაღიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში მოქმედი ნორმების თანახმად, ურბანულ დასახლებებში, ბუნებრივი აირის მიწოდების კომუნიკაციის მიწის ზემოთ ამოტანა აკრძალულია.
როგორც “სითი კვირას” გიორგი ჭაღიაშვილმა განუცხადა, ურბანულ დასახლებებში ბუნებრივი აირის მილების გაყვანისას უსაფრთხოების ყველა სტანდარტი უნდა იყოს დაცული, დაწყებული მილის დიამეტრით, გაზის წნევით დასრულებული.
http://www.city.kvira.ge/2016/05/23/%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-2/

კომენტარი