რიკოთის უღელტეხილზე ოთხზოლიან ავტობანს ააშენებენ

რიკოთის უღელტეხილზე ოთხზოლიან ავტობანს ააშენებენ

5500
გაზიარება

რიკოთის უღელტეხილზე, 52 კილომეტრზე, 4 ზოლიანი ავტობანის მშენებლობის პროექტირება იწყება, რომელიც თავისი სირთულით ევროპაში პირველი პროექტი იქნება. ჩუმათელეთი – არგვეთის 52 კმ-იანი თანამედროვე სტანდარტების საავტომობილო გზის მონაკვეთის ასაშენებლად 50-მდე გვირაბის და ამდენივე ხიდის აშენებაა საჭირო.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში განაცხადა, გზის პროექტირებისთვის მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, 40 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება. დაგეგმილია ასკილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, ამჟამად უკვე აშენებულია 150 კილომეტრი ჩქაროსნული ავტობანი. ავტობანს ექნება განშტოებებიც – ახალი გზები მივა ფოთსა და ანაკლიაში.
მისივე თქმით, ალტერნატიულ მარშრუტად ხარაგაულის შემოვლითი გზა განიხილება.

კომენტარი