მთაწმინდის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას მთამსვლელ ალექსანდრა ჯაფარიძის სახელი მიენიჭება

მთაწმინდის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას მთამსვლელ ალექსანდრა ჯაფარიძის სახელი მიენიჭება

827
გაზიარება

თბილისში, მთაწმინდის რაიონში, სოფელ წავკისში არსებულ ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას, მასთან არსებულ ჩიხსა და გასასვლელებს, შესაძლოა, მთამსვლელ ალექსანდრა ჯაფარიძის სახელი მიენიჭოს. ვაკის რაიონში, ფერმწერთა ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას კი კინომცოდნე ტატა (ტატიანა) თვალჭრელიძის სახელი დაერქვას.
საკითხი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე ხელმძღვანელობდა.
როგორც “სითი კვირას” თბილისის საკრებულოს პრესსამსახურში განუცხადეს, კომისიის წევრებმა 13 საკითხი განიხილეს და თითოეულ მათგანს საკრებულოს სხდომაზე გასატანად დადებითი რეკომენდაცია მისცეს. მათ შორის, განიხილეს დედაქალაქის სხვა უსახელო ქუჩებისა და მათთან არსებული ჩიხებისთვის სახელების მინიჭების საკითხიც.
13884365_1250228925002248_1317254711_nკერძოდ, გლდანის რაიონში, თემურ სამხარაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისა და მასთან არსებული ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის გელა ბელქანიას, სამგორის რაიონში, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ვახტანგ ელერდაშვილის, ნაძალადევის რაიონში, მუხრანის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის მამუკა ბეინაშვილის, მთაწმინდის რაიონში, სოფელ წავკისში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ვახტანგ თედიაშვილის, ისნის რაიონში, ივანე როსტომაშვილის ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ზურაბ ქუქჩიშვილის სახელის მინიჭების საკითხი.
კომისიის წევრებმა საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, გაბრიელ ათონელის ქუჩის გაგრძელებისა და ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას VII კვარტალში არსებული უსახელო სკვერისთვის მსახიობ ნანა მჭედლიძის სახელის მინიჭებაზეც იმსჯელეს.
ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებს დეპუტატები საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.

კომენტარი