Comedy Club -ი თბილისში კონცერტს გამართავს

Comedy Club -ი თბილისში კონცერტს გამართავს

494
გაზიარება

​რუსული იუმორისტული შოუ Comedy Club თბილისის სპორტის სასახლეში 20 აგვისტოს, 19 საათზე კონცერტს გამართავს. Comedy Club-ის წევრებიდან გარიკ მარტიროსიანი, გარიკ ხარლამოვი, ტიმურ ბატრუტდინოვი, დემის კარიბირიდისი და ანდრეი სკოროხოდი გამოვლენ. გარდა ამისა, თბილისელ მაყურებელს თავისი იუმორით გაახალისებენ: ზურაბ მატუა, დმიტრი სოროკონიუ, ანდრეი ავერინი და მარინა კრავეცი, ჯგუფი United Sexy Boyz (USB), ასევე, დმიტრი გრაჩევი და ვარდან ზადოიანი.
​როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, თბილისელ მაყურებელს „საუკეთესო იუმორით გაჯერებული ყველაზე დიდი საზაფხულო მოვლენა — Comedy Club-ის დიდი კონცერტი“ ელოდება.
Comedy Club -ი 2003 წელს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის გუნდმა „ახალი სომხები“ ჩამოაყალიბა. მათი სატელევიზიო დებიუტი 2005 წელს ტელეარხ ТНТ-ს ეთერში გაიმართა.

კომენტარი