ვისაც უჭირდეს მოვიდეს, დაპურდეს და ღამე გაათიოს – ზუბალაშვილების ქ.N48 სახლის ისტორია

ვისაც უჭირდეს მოვიდეს, დაპურდეს და ღამე გაათიოს – ზუბალაშვილების ქ.N48 სახლის ისტორია

54654
გაზიარება

1906 წლის შემდგომ, თუკი ზუბალაშვილების ქუჩაზე N48 სახლს გვერდით ჩაუვლიდით, აუცილებლად დაინახავდით სახლის შესასვლელში ამოტვიფრულ წარწერას – „ვისაც უჭირდეს, მოვიდეს, დაპურდეს და ღამე გაათიოს.” ეს მეოცე საუკუნის ღარიბთა თავშესაფარია, ე.წ. უპოვართა სახლი, რომლის ისტორიაც მის გახსნამდე 3 წლით ადრე იწყება.
1903 წლის 8 სექტემბერს გაზეთი “ივერია” წერდა: “გუშინ, 7 სექტემბერს, სასამართლოს ქუჩაზე საზეიმოდ იკურთხა ნ. ზუბალაშვილის თავშესაფრის შენობის საძირკველიო.”

ნიკოლოზ ზუბალაშვილი
ნიკოლოზ ზუბალაშვილი

1905 წლის 25 თებერვალს კი იგივე გაზეთი იუწყებოდა: “განსვენებულ ნ. ი. ზუბალაშვილის სახელობაზე აშენებული ღარიბთა თავშესაფარი ამჟამად, კომისიის სიტყვით, უკვე მზადაა. ეს აღდგომის მერე გაიხსნებაო” .
საბოლოოდ, უპოვართა, იგივე სამადლო სახლი 1906 წელს გაიხსნა. შენობის მთავარ ფასადს შემომწირველის პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად ამშვენებდა წარწერა: „ДОМ НЕЙМУЩИХ ИМЕНИ Н. Е. ЗУБАЛОВА“ .
უპოვართა სახლის პირველ სართულზე განთავსებული იყო სამედიცინო პუნქტი, აფთიაქი, აბაზანები, საპარიკმახერო, სამრეცხაო და სამზარეულო, მე-2 და მე-3 სართულებზე კი – საცხოვრებელი და გასართობი ოთახები.
შენობაში იდგა მოჩუქურთმებული, ძვირფასი ავეჯი. სახლის კიბეები, დერეფნები და კაბინეტები ირანული და თურქული ხალიჩებით იყო დაფარული. იქაურ მობინადრეებს, თურმე, უხვი სასმელ-საჭმელი ჰქონდათ და საკვებს დღეში 4-ჯერ გერმანული და იაპონური ჭურჭლიდან მიირთმევდნენ. უპოვართა სახლის მობინადრეებისთვის სამოსი და თეთრეული ჰოლანდიიდან იყო გამოწერილი.
შენობა ბოლოს 2012 წელს გარემონტდა. დღეს იქ მთაწმინდის გამგეობაა განთავსებული.

13907032_1087046351376248_529461111262337918_n 13925050_1087046144709602_6361814015977700758_n 13925346_1087046428042907_2939933688460070728_n 13938380_1087046244709592_6702312463580525314_n 14021690_1087046124709604_5468022333917955756_n 14045663_1087046194709597_4031895875685753281_n 14051564_1087046228042927_1568891812777656359_n 14055172_1087046328042917_5876603190065371038_n

წყარო: თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობა

კომენტარი