მერიამ თბილისის განვითარების გენგეგმაში შესატანი ცვლილებები წარადგინა  

მერიამ თბილისის განვითარების გენგეგმაში შესატანი ცვლილებები წარადგინა  

822
გაზიარება

​თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურმა საკრებულოში დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილებების შეტანის საკითხები წარადგინა. ცვლილებების შეტანის საკითხი არქიტექტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა დეპუტატებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე, გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე გააცნეს.
​როგორც „სითი კვირას“ საკრებულოს პრესსამსახურში განუცხადეს, დღესვე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, განაშენიანების რეგულირების გეგმების პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმების პროექტების თაობაზე იმსჯელეს.
მათივე ინფორმაციით, დღის წესრიგით გათვალისწინებულ რამდენიმე საკითხს, განხილვის შემდეგ, საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს. დარჩენილი საკითხები კი, დამატებითი შესწავლის მიზნით, შემდეგი სხდომისთვის გადაიდო.

კომენტარი