მოქალაქეები, შესაძლოა, მერიასთან ხელშეკრულებითი ვალდებულებისგან გათავისუფლდნენ

მოქალაქეები, შესაძლოა, მერიასთან ხელშეკრულებითი ვალდებულებისგან გათავისუფლდნენ

542
გაზიარება

​თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე დადებითი რეკომენდაცია მიეცა საკითხს, რომელიც თბილისის თვითმმართველ ერთეულსა და ფიზიკურ პირებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირების ვალდებულებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.
​როგორც „სითი კვირას“ დედაქალაქის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად, ასევე, დადებითი რეკომენდაცია მიეცა სხვადასხვა მისამართზე მდებარე თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გაცვლისა და პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხს.
​მათივე ინფორმაციით, კომისიის სხდომას სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის უფროსის მოადგილე თამარ მათიაშვილი ესწრებოდა, რომელმაც დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები წარუდგინა.

კომენტარი